Belive

მარცხი ალ აჰლისთან - როგორი იყო კვერკველიას შეფასება?

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საუდის არაბეთის პროფესიონალურ ლიგაში მესამე ტურის მატჩი ჩაატარა სოლომონ კვერკველიას "ალ ახდუდმა". საქართველოს ნაკრების მცველის გუნდის მეტოქე ვარსკვლავებით გაძეძგილი "ალ აჰლი" იყო, რომლის შემადგენლობაშიც ედუარდ მენდი, ფრანკ კესი, რობერტო ფირმინო, რიად მაჰრეზი, მერიჰ დემირალი და აალნ სენტ-მაქსიმინი თამაშობენ.

აღსანიშნავია, რომ კვერკველიას გუნდი ქულის მოპოვებასთან ახლოს იყო, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე ფირმინოს პასით კესიმ ისარგებლა და საბოლოო მატჩი "ალ აჰლის" მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

პოპულარულმა საიტმა sofascore-მ ქართველ მცველს შეფასებად 7.1 დაუწერა, რაც მის გუნდში სალეჰ ალ-ჰართის შემდეგ მეორე საუკეთესო შედეგი იყო.

კვერკველიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და 7-ჯერ ჩაჭრა ბურთი, 3 დარტყმა დაბლოკა და 25 მცდელობიდან 20 ზუსტი პასი გააკეთა.

მომდევნო შეხვედრას "ალ ახდუდი" 29 აგვისტოს, "ალ ტაავონის" წინააღმდეგ გამართავს.