Belive

მარსელინო: "სეზონის დასკვნით ფაზაში მიქაუტაძის საუკეთესო ვერსიას ვნახავთ"

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ვილიარეალის მთავარი მწვრთნელი, მარსელინო საქართველოს ნაკრებისა და თავისი გუნდის ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბრობს.

"გუნდისთვის ყველა შემტევი მნიშვნელოვანია. ლა ლიგაში მოსულ ყველა ფეხბურთელს, ახალ ენასთან, გარემოსთან და თანაგუნდელებთან ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლიონში თამაშის დროს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ჰქონდა, რადგან იქ ალექსანდრ ლაკაზეტი თამაშობდა. ამის ფონზე, რა თქმა, უნდა, კმაყოფილები ვართ.

შეუძლია თუ არა მიქაუტაძეს გაუმჯობესება? რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია. თანაგუნდელების და მთლიანად, თამაშის უკეთ გაგებით ის მოუმატებს. ამ სეზონში მის გაუმჯობესებას და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანმრთელად ყოფნას ველოდებით. ზოგადად, ჩვენს გუნდში შემტევებს თამაში წარმატებით გამოსდით.

ვფიქრობ, რომ ჯერ არ გვინახავს გიორგი მიქაუტაძის საუკეთესო მხარე და ყველას გვაქვს იმედი, რომ ლა ლიგის დასკვნით ფაზაში ვიხილავთ", - ამბობს მარსელინო.

გიორგი მიქაუტაძეს ესპანური გუნდის შემადგენლობაში გადაბარგების შემდეგ, 8 გოლი აქვს გატანილი, აქედან 5 ლა ლიგაში (4 საგოლე პასი), თითო-თითო კი ჩემპიონთა ლიგასა და კოპა დელ რეიზე.

სხვა სტატიები