Belive

მამარდაშვილმა პენალტი აიღო - ვალენსია კვლავ უქულოდაა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლა ლიგის მეორე ტური "ბალაიდოსზე" გაიხსნა, სადაც ადგილობრივ "სელტას" "ვალენსია" ეწვია.

ტრადიციულად "ღამურების" კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, თუმცა "ვალენსიას" მეკარესა და დანარჩენ გუნდს შორის კლასში სხვაობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, გიორგიმ პირველი ტაიმის მეხუთე დამატებულ წუთზე იაგო ასპასს თერთმეტმეტრიანი აუღო, ამის მიუხედავად "ვალენსიას" თამაში კრიტიკას ვერ უძლებს. მინგესამ, ასპასმა და ბელტრანმა მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს და ორი ტურის შემდეგ 6 ქულით დროებით ცხრილის სათავეში მოექცნენ.

გიორგი მამარდაშვილმა იაგო ასპასს პენალტი აუღო
გიორგი მამარდაშვილმა იაგო ასპასს პენალტი აუღო (ვიდეო)

გიორგის გუნდს შემდეგი მძიმე გამოცდა ოთხშაბათს ელის - "ღამურები" სტუმრად "ბილბაოს" დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები