Belive

"მამარდაშვილი ამით კმაყოფილი ვერ იქნება" - as ქართველ მეკარეს სტატიას უძღვნის

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანური მედია საშუალება as.com გიორგი მამარდაშვილის ახალ გუნდში, ლივერპულში სათამაშო დროის შესახებ საუბრობს.

"ქართველ მეკარეს ოფიციალურ მატჩში დებიუტი ჯერ არ ჰქონია. 2024 წლის ზაფხულში ლივერპულმა 30 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ალისონი თამაშობს.

ბრაზილიელ მეკარეს ინგლისიდან საუდის არაბეთსა და იტალიაში გადაბარგების შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ლივერპულში დარჩა და სეზონის დასაწყისიდანვე ძირითად შემადგენლობაში თამაშობს.

გიორგი მამარდაშვილი, რომელიც 4 სეზონის განმავლობაში ვალენსიასა და საქართველოს ნაკრების მთავარი მეკარე გახლდათ, ახლა ყველა მატჩს სათადარიგოთა სკამიდან იწყებს და ამით კმაყოფილი ვერ იქნება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გიორგი მამარდაშვილმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას შეკითხვა, გააკეთა თუ არა სწორი არჩევანი იმ შემოთავაზებებს შორის, რომელიც მთელი ევროპიდან ჰქონდა, მაგრამ ყველაფრის შესაცვლელად, ჯერ კიდევ ადრეა. ალისონს ლივერპულთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს და ძნელი წარმოსადგენია, რომ გუნდი შეიცვალოს", - წერს as.com.

გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის შემადგენლობაში რამდენიმე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. მაგრამ ოფიციალურ მატჩში ჯერ არ უთამაშია, მისმა გუნდმა კი პრემიერ ლიგაში საწყისი ორივე ტურის მატჩი მოიგო და ლიდერობს.

სხვა სტატიები