Belive

ლუხუმ ჩხვიმიანი და ლაშა ნადირაძე პარიზის გრანდ სლემს ჩაეხსნენ

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პარიზის გრანდ სლემის წინა დღეს ცნობილი ხდება, რომ ლუხუმ ჩხვიმიანი და ლაშა ნადირაძე ტურნირს ჩაეხსნენ. ნადირაძემ ვარჯიშზე ფეხი დაიზიანა, ჩხვიმიანმა კი მუხლის ტრავმა მიიღო, ასე რომ, შეჯიბრის პირველ დღეს საქართველოს მხოლოდ სარდალაშვილი და ზირაქაშვილი წარმოადგენენ.

2-4 თებერვალს, საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი, წლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრს - პარიზის გრანდ სლემს მასპინძლობს, სადაც საქართველოს ნაკრები, თავდაპირველად, 13 სპორტსმენით იყო წარმოდგგენილი. თენგო ზირაქაშვილი D ბადეში მიიღებს მონაწილეობას და პირველ ეტაპზე კუბელ - პოლანკო ორლანდოს დაუპირისპირდება. მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, მისი მეტოქე, ესპანელ - დავიდ გარსია ტორნესა და კონგოელ - მამისა პატი კასონგოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. გიორგი სარდალაშვილი B ბადეშია განთესილი და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, ვიეტნამელ - ჩუ დაკ დუკსა და ლიბანელ - დაკრუზ ფელიპეს შორის გამარჯვებული იქნება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:45, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები