Belive

ლუკა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და 1/8 ფინალში გავიდა

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 4 ნოემბერს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, სტარტი ძიუდოს ახალგაზრდულმა ევროპის ჩემპიონატმა აიღო, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს 3 ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს: შაქრო შათირიშვილი (-60 კგ); ლუკა კაპანაძე და ბექა წიფიანი (-66 კგ). შაქრო შათირიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა პირველივე ბრძოლაში დაასრულა. იგი რუს მეტოქესთან ვერაფერს გახდა. რაც შეეხება ლუკა კაპანაძეს, მან მისი პირველი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. კაპანაძემ აზერბაიჯანელი - აიხან თანვერდიიევი დაამარცხა და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე სერბ - მატეია სტოსიჩსა და შვედ - ლეონ სვალბერგს შორის გამარჯვებული იქნება.  

სხვა სტატიები