Belive

ლუკა მაისურაძემ თელ-ავივის გრან პრი გამარჯვებით გახსნა

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
23 იანვარს სტარტი თელ-ავივის გრან პრიმ აიღო. სამწუხაროდ პირველი დღე ქართველთათვის უშედეგო გამოდგა და დღე უმედლოდ დავასრულეთ. დღეს კი საქართველოს სახელით: ლუკა მაისურაძე (-81 კგ) და მარიამ ჭანტურია (-70 კგ) ასპარეზობდნენ. ლუკა მაისურაძემ თელ-ავივის გრან პრი გამარჯვებით გახსნა. იგი განთესილი იყო და მეორე რაუნდიდან ჩაერთო საქმეში, სადაც მისი მეტოქე ყაზახი - რუსლან მუსაიევი იყო. ლუკამ შეძლო ყაზახი ფალავანის დამარცხება და შემდეგ, მე-3 ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე თურქ - მუჰამედ კოჩს და მონტენეგროელ - ნებოისა გარდასევიჩს შორის გამარჯვებული იქნება. რაც შეეხება მარიამ ჭანტურიას, მარიამი ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთო და იგი დანიელ - ემილი სუკის დაუპირისპირდა, რომელთანაც დამარცხდა და ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა.

სხვა სტატიები