Belive

ლუკა მაისურაძე: "შარშან ცუდად ვიასპარეზე, წელს მაქსიმუმს გავიღებ..."

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

4-5 თებერვალს, 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი - პარიზის გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით იასპარეზებს.

პარიზის გრანდ სლემზე გამგზავრებამდე, Live.ge მოქმედ ევროპის ჩემპიონს, 25 წლის - ლუკა მაისურაძეს დაუკავშირდა.

2023 წლის პარიზის გრანდ სლემის მიზნები

"2023 წელს უძლიერესი შეჯიბრით ვიწყებ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, რადგან პირველი შეჯიბრი ბევრ რამეს განსაზღვრავს სპორტსმენისთვის. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეჯიბრი გადაწყვეტს, თუ როგორ წავა ჩემი 2023 წელი.

საუკეთესო ფორმაში არ ვარ, თუმცა თავს მშვენივრად ვგრძნობ და მზად ვარ დიდი შედეგისთვის".

2022 წლის პარიზის გრანდ სლემის იმედგაცრუება

"2022 წლის პარიზის გრანდ სლემი ჩემთვის დიდი იმედგაცრუება იყო. ტატამზე სულ რაღაც 15 წამი გავატარე და გავარდი, ამ შეცდომის დაშვებას წელს აღარ ვაპირებ. ვფიქრობ, რომ წელს ტატამზე ბევრად მეტი დროის გატარება მომიწევს და საკუთარი თავისგან მხოლოდ ოქროს მედალს ველი".

GS_8245-1644159813-1644159813

უმნიშვნელოვანესი 2023 წელი - ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ბრძოლა

"ეს წელი ბევრ რამეს გადაწყვეტს ჩემი კარიერისთვის. ოლიმპიადამდე დიდი დრო არ რჩება, სწორედ 2023 წელია ის დრო, როდესაც ოლიმპიური ლიცენზიები უნდა მოვიპოვოთ.

მე ამისთვის საკუთარი თავისგან მაქსიმუმ ვითხოვ და ამისთვის ყველაფერს გავიღებ".

სხვა სტატიები