ლუკა მაისურაძე: "ბევრი ვიმუშავე და ბედნიერი ვარ რომ დამიფასდა..."
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სოფიაში ევროპის ჩემპიონი გავხდი. -90 კგ წონით კატეგორიაში გადმოსვლის შემდეგ, ძალიან ბევრს ვმუშაობ და მიხარია, რომ ეს შრომა დამიფასდა. ევროპის ჩემპიონატზე -81 კგ წონით კატეგორიაში 2 ბრინჯაოს მედალი მაქვს მოგებული, ახლა ოქროს მედალი მოვიგე, ნელ-ნელა წინ მივდივარ. დიდებული გრძნობაა".შეგახსენებთ, რომ ლუკა მაისურაძე -81 კგ წონით კატეგორიაში ჭიდაობდა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე მას 2-ჯერ აქვს მოპოვებული ბრინჯაოს მედალი. -90 კგ წონით კატეგორიაში გადასვლის შემდეგ კი ეს მიდი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი იყო, რომელიც ტრიუმფით დაასრულა.