Belive

ლუკა კაპანაძე ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალშია!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 12 სექტემბერს, თბილისის დროით 12:00 საათზე, ფინეთის ქალაქ ვანტააში სტარტი აიღო ძიუდოს ახალგაზრდულმა ევროპის ჩემპიონატმა. პირველ საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში ლუკა კაპანაძე, გიორგი თუთაშვილი (66კგ), ნატალია ყიფშიძე (48კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ჩაერთვებიან. ლუკა კაპანაძე საქმეში პირველივე ეტაპიდან (1/16 ფინალიდან) ჩაერთო და მისი მეტოქე პორტუგალიელი - ბრუნო ბაროსი იყო. ლუკამ მარტივად დაამარცხა პორტუგალიელი მეტოქე და 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მოლდოველი - ადილ ოსმანოვი იქნება.  

სხვა სტატიები