Belive

ლუჩანო სპალეტი: "ასეთი რამ იუვენტუსის ისტორიაში არ მახსენდება"

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი, უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საწყის მატჩში, გალათასარაისთან წაგების (2:5) შემდეგ საუბრობს.

"დღეს კარგად ვერ ვითამაშეთ. ვერ გავუძელით მატჩის ტემპს, ჩვენი ხარისხი ვერ გამოვავლინეთ. შედეგად, ჩამორჩენა შევიქმენით.

იუვენტუსის ისტორიაში მსგავსი რამ არ მახსენება. არ მახსოვს, გუნდმა 5 გოლი როგორ გაუშვა. ამ საკითხზე საუბარიც კი არ მინდა.

ასეთ მატჩებში, თუ ასეთ შეცდომებს ვუშვებთ, ყველაფერი რთულდება, ჩვენ კი ძალიან ბევრი დავუშვით. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ მეორე ტაიმში წითელი ბარათი მივიღეთ და მოედანზე 10 ფეხბურთელის შემადგენლობით დავრჩით.

ის შეცდომები, რომელსაც წინა მატჩებში ვუშვებდით, აღარ უნდა გავიმეოროთ. ​​ეს პრობლემები უნდა შევაფასოთ. მეტოქეები პოულობენ გზებს, რომ ჩვენთვის სირთულეები შექმნან, ამიტომ კორექტირება გვჭირდება. საკუთარ კართან ნაკლები სახიფათო მომენტის შექმნა უნდა დავუშვათ", - ამბობს ლუჩანო სპალეტი.

ტურინის იუვენტუსი გალათასარაისთან საპასუხო მატჩს 26 თებერვალს, საშინაო კედლებში გამართავს.