Belive

"ლივერპულმა მამარდაშვილი ამის გამო დაიმატა" - ინგლისის ნაკრების ვეტერანი მეკარე

4 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ლიდსის", "ბარნლის", "ბლექბერნის", "ტოტენჰემისა" და ინგლისის ნაკრების ვეტერანი მეკარე, პოლ რობინსონი, "ლივერპულის" კარის დარაჯების ცვლის თემასა და გიორგი მამარდაშვილის როლზე საუბრობს.

"თუ ედი ჰაუ თვლის, რომ კელეჰერი ნიკ პოუპზე უკეთესი მეკარეა, დიახ, ის "ნიუკასლისთვის" შესანიშნავი არჩევანია, მაგრამ არის კი ის იმ მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებელი, რომელიც მწვრთნელებს აქვთ? შეუძლია გუნდს ზურგსუკნიდან დაეხმაროს? ეს ის კომპონენტია, რომელშიც მას გიორგი მამარდაშვილი სჯობს და რის გამოც "ლივერპულმა" ქართველი მეკარე დაიმატა: გუნდისთვის ზურგის გამაგრება და ფეხით თამაში", - ამბობს პოლ რობინსონი.

უახლესი ინფორმაციების მიხედვით, ზაფხულში ალისონ ბეკერი გუნდს შეიცვლის, კაოიმინ კელეჰერს "ნიუკასლი" დაიმატებს, ხოლო "ლივერპულის" მთავარი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გახდება.

24 წლის ქართველი მეკარე ამ სეზონში "ვალენსიაში" იჯარის წესით თამაშობს, ზაფხულში კი ინგლისურ გრანდს უნდა შეუერთდეს. გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის ამ გათამაშებაში 20 მატჩში აქვს ნათამაშები, საიდანაც 5 შეხვედრაში კარის უსაფრთხოება მშრალად შეინახა.

სხვა სტატიები