Belive

ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს კონტინენტის პირველობაზე 1/2 ფინალში ოთხმა ქართველმა იასპარეზა, საიდანაც მხოლოდ ერთმა მოახერხა ფინალში გასვლა.

63 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლერი აბულაძემ ბულგარელი მუსლინ ამაევი 11:2 დაამარცხა და ხვალ ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. 22 აპრილს აბულაძეს ოქროს მედალში აზერბაიჯანელი მამედოვი შეეცილება.

ლერი ხვალ ერთადერთი არ იქნება ვინც მედლისთვის იბრძოლებს. წურწუმია, გობაძე და ქაჯაია ბრინჯაოს მედლებს შეუტევენ. შეგახსენებთ, რომ ფინალური ბოლი ხვალ, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები