Belive

,,ლაშას 4 დღის წინ ე.წ. კენჭის გავლა დაემართა'' - ძალოსანთა ნაკრების ექიმი

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმა ლაშა ტალახაძის ტრავმის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

,,უამრავი ადამიანი მიგზავნის შეტყობინებას ლაშას მაჯის ტრავმასთან დაკავშირებით...

 

გპასუხობთ: პირველადი შემოწმებით ადგილი აქვს მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის დაჭიმვას და მსუბუქ დაჟეჟილობას... დეტალურად გვეცოდინება როგორც კი გავივლით სპეციალურ სამედიცინო შემოწმებას თბილისში.
 
 
აქვე აღვნიშნავ, რომ ლაშა იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე ჯანმრთელად... სამწუხაროდ, 4 დღის წინ, საუდის არაბეთში, დაემართა ე.წ კენჭის გავლა თირკმელიდან, რის გამოც მოგვიწია 1 დღის კლინიკაში გატარება, უამრავი ანალიზის და სხვადასხვა მედიკამენტის მიღება, მათ შორის გამაყუჩებლების...
ამ ფაქტმა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად იმოქმედა სპორტსმენის შესაძლებლობებზე...
 
 
მადლობა ღმერთს, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდა! ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს!
წინ, პარიზის ოლიმპიური თამაშებისკენ!'' - წერს გიორგი ჭინჭარაული.
დღეს ლაშა ტალახაძემ საუდის არაბეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ოქროს მედლის მოპოვება შეძლო და მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეშვიდედ გახდა.
 
ქართველმა ძალოსანმა ბოლო გამოსვლისას (260 კილოგრამის აწევის მცდელობისას) მაჯა დაიზიანა.
 

სხვა სტატიები