დღეს, 17 დეკემბერს, 15:00 საათზე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით შეჯიბრზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონ-რეკორდსმენი, მსოფლიოს 3-გზის უძლიერესი ძალოსანი - ლაშა ტალახაძე კვლავ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს.
ტალახაძე ტაშკენტში, სასტუმროდან დარბაზისკენ ტაქსით გაეშურა, რათა კიდევ ერთხელ და კარიერაში მეხუთედ დაეუფლოს მსოფლიო ჩემპიონობის ტიტულს.
ამ სახალისო ფოტოს ლაშა ტალახაძისა და საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების ექიმი - გიორგი ჭინჭარაული აქვეყნებს.