Belive

ლაშა შავდათუაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემზე რეპეშაჟში გადაერთვება

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 22 თებერვალს სტარტი აიღო 2019 წლის მეორე გრანდ სლემის მეორე დღემ დიუსელდორფში. დღეს, ასპარეზობენ -73 და -81 კილოგრამ წონითი კატეგორიები. -73 კილოგრამში საქართველოს სახელით ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი ასპარეზობდნენ, სადაც ფრიდონ გიგანი პირველივე ეტაპზე გამოვარდა, ხოლო -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი გიორგი კაციაშვილი ასპარეზობდა, რომელმაც პირველ რაუნდში სლოვაკ - ფილიპ სტანცელთან გაიმარჯვა, თუმცა მეორე რაუნდში ბულგარელ ივანოვთან დამარცხდა და დიუსელდორფის გრანდ სლემს გამოეთიშა, ასევე -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ბექა დონღვანიც იცავდა, თუმცა ბექა პირვივე ეტაპზე დამარცხდა აზერბაიჯანელ - ფაგან გულუზადასთან. -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი 1/4 ფინალში რუს - მუსა მოგუშკოვს დაუხვდა და დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლაშა რეპეშაჟში იჭიდავებს და გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

სხვა სტატიები