ლაშა გობაძე 2021 წლის მსოფლიო პირველობის ვიცე-ჩემპიონად აღიარეს
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის (ბერძნულ-რომაული) პრიზიორები შეცვალა. გაერთიანების ინფორმაციით, ქართველი სპორტსმენი, ლაშა გობაძე, 2021 წლის მსოფლიო პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს ნაცვლად ვერცხლს მიიღებს.
სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილს, 2021 წლის მაისის შემდეგ მოპოვებული მედლები ჩამოერთვა, მათ შორის არის 2021 წლის მსოფლიოს პირველობის ოქრო. ოსლოში გამართულ ჩემპიონატზე, გობაძე და დათუნაშვილი ერთმანეთს 1/4 ფინალში დაუპირისპირდნენ, გამარჯვება დათუნაშვილს დარჩა და ჩემპიონიც გახდა, თუმცა დოპინგ ტესტზე ჩავარდნის შემდეგ ოქროს მედალი ჩამოერთვა და მაშინდელ ვიცე-ჩემპიონს, კირილ მასკევიჩს გადაეცა, ხოლო გობაძე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.