19 წლის ლაშა ბექაური ჩინეთის მასტერსზე საოცარ გამოსვლას აგრძელებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლაშა "დიდებში", ანუ IJF (საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციის)-ის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე მესამედ გამოდის.
ლაშამ მეორე წრეში ჩინელი - ჰებილიგ ბუ იპონით დაამარცხა, შემდეგ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ჰოლანდიელი - ნოელ ვან ტ ენდი, ხოლო 1/4 ფინალურ რაუნდში კი მან იაპონელ - სანჰირო მოურაოს აჯობა ვაზარით და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე თურქი - მიხეილ ოზერლერი იქნება.