ლაშა ბექაური: "ბედნიერი ვარ ამ ემოციის თქვენთან ერთად გაზიარებისთვის..."
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა - ლაშა ბექაურმა, თბილისის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაურმა თბილისის გრანდ სლემზე პირველად იჭიდავა და ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში მოქმედი ევროპის ჩემპიონი - ლუკა მაისურაძე დაამარცხა.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.