ლარატი: "ლევან საგინაშვილი ყველა ჩვენგანზე ძლიერი და მსოფლიოში საუკეთესოა"
6 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მკლავჭიდელი, კანადელი დევონ ლარატი, ქართველი კოლეგის და მეტოქის, ლევან საგინაშვილის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ქართველი "ჰალკი" ამ სპორტში მსოფლიოში საუკეთესოა.
"ვფიქრობ, ყველა დროის საუკეთესო მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილია. კარიერის განმავლობაში არაერთ დიდ და ძლიერ სპორტსმენს შევხვედრივარ და ვფიქრობ ყველა მათგანთან ის ფავორიტია.
როცა ვსაუბრობთ იმ ბიჭებზე, რომლებიც ამ სპორტის მწვერვალზე არიან, უნდა ვილაპარაკოთ ჯონ ბრეზენკზე, რიჩარდზე, დენის ციპლენკოვზე, ანდრეი პუშკაზე, შესაძლებელია ჩემზეც. როცა ამ სახელებზე ვსაუბრობ, ვფიქრობ ჩვენ ყველანი ლევანთან შედარებით აუტსაიდერები ვართ.
ჩემი აზრით, ის საუკეთესოა და თანამედროვე ჩემპიონი. დღეს ის საუკეთესოა. კარიერული მასშტაბით ალბათ ჯონ ბრეზენკი ყველაზე მაღლა დგას", - ამბობს კანადელი სპორტსმენი.
დევონ ლარატი და ლევან საგინაშვილი ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ გამარჯვება ქართველმა სპორტსმენმა იზეიმა, მათ შორის 2024 წელს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის საუკეთესო სპორტსმენების შეხვედრაში. აქ ქართველმა მეტოქეს 4:0 სძლია და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
@armwrestlemania Devon Larratt thinks we are all underdogs against Levan Saginashvili… 💀😱#armwrestling #armwrestler #armfighter #armwrestle #armfighting #drama #hype #devonlarratt #devon #larratt #devonlarrat #levansaghinashvili #levan #saginashvili #levansaginashvilithegorgianhulk #georgianhulk #georgia #armwrestlingchampion #deniscyplenkov #denistsyplenkov #cyplenkov #cyplenkovden #richardlupkes #johnbrzenk #brzenk #andriypuskar #brianshaw #ermesgasparini #strongman #underdog #underdogs #shock #shocking #fear #monster #viral #edit #global #viralvideo #shorts #viraltiktok #foryou #foryoupage #fypシ #fypシ゚viral #fu #fy #fup #fyp @Devon Larratt @Levan Saginashvili @JohnBrzenk ♬ In Essence (Slowed) - Ka$tro