Belive

კიტეიშვილის დაბრუნების თარიღი ცნობილია

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და შტურმის ნახევარდაცვის ლიდერი, ოთარ კიტეიშვილი ვარჯიშს 2-3 კვირაში განაახლებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გრაცერთან მატჩში კიტეიშვილმა უკანა ზედა კუნთის დაზიანება მიიღო, რის გამოც თურქეთთან გამართული მატჩი გამოტოვა და ნაკრებს ვერც ბულგარეთთან დაპირისპირებაში დაეხმარება.

იმ შემთხვევაში, თუ სარეაბილიტაციო პროცესი ისე წარიმართება, როგორც დაგეგმილია, დიდია ალბათობა, რომ ოთარ კიტეიშვილი ნაკრებს ოქტომბრის მატჩებისთვის დაუბრუნდება. 11 და 14 ოქტომბერს, ჯვაროსნები ესპანეთსა და თურქეთს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები