კიდევ ერთი მილიონიანი ქართველი: ირაკლი იეგოიანის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა
2 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, ირაკლი იეგოიანი ნიდერლანდების ერედივიზიონში კარგ სეზონს ატარებს. ექსელსიორის ახალწვეულის კარგი თამაში სტატისტიკაშიც აისახება და მისი სატრანსფერო ღირებულება უკვე 1 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
ამ მომენტის მონაცემებით, 21 წლის ქართველი 29-ე ქართველი ფეხბურთელია, რომლის ფასიც Transfermarkt-ის მონაცემებით სულ მცირე მილიონ ევროს აღემატება.
ირაკლი იეგოიანს კარიერა ნიდერლანდებში აქვს დაწყებული, სადაც მარკელოს, დენ ჰელდერის, ამსტერდამის აიაქსისა და ტვენტეს აკადემიებში იზრდებოდა. პროფესიონალურ დონეზე მას არნემის ვიტესის და ექსელსიორის შემადგენლობაში აქვს ნათამაშები.
ახალ სეზონში, ექსელსიორის შემადგენლობაში, ირაკლი იეგოიანს 13 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.