კიდევ ერთი დაინტერესებული მხარე: საბა გოგლიჩიძის დამატებას სერია A-ში დაბრუნებული სასუოლო აპირებს
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის ტრანსფერით ევროპის წამყვანი ჩემპიონატების წარმომადგენელი გუნდები აქტიურად ინტერესდებიან. სერია A-ს და პრემიერ ლიგის წევრების, მათ შორის გრანდების ინტერესს, კიდევ ერთი გუნდი, სასუოლო დაემატა.
"სასუოლო სერია A-ს მომავალი სეზონისთვის დაცვის გასაძლიერებლად ემპოლის ფეხბურთელს, საბა გოგლიჩიძეს აკვირდება. ემილიურმა გუნდმა 2004 წელს დაბადებული ფეხბურთელის დამატება გადაწყვიტა. გასულ სეზონში საბა გოგლიჩიძე გუნდთან ერთად გამორჩეული გახლდათ, განსაკუთრებით საწყის ნახევარში.
ქართველმა ფეხბურთელმა გუნდის შემადგენლობაში 36 მატჩში მონაწილეობა მიიღო, უმაღლესი დონის გუნდების ყურადღება მიიპყრო. საქმეში აქტიურად უდინეზეა ჩართული, რომელმაც ცოტა ხნის წინ ლიდს იუნაიტედში იაკა ბიოლი გაუშვა და მის შემცვლელს ეძებს.
Pianetaempoli წერს, რომ ემპოლისა და საუოლოს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, ამავე დროს, ლურჯებს რიკარდო სიერვოს დამატება სურთ, ამიტომაც, შესაძლებელია, რომ გუნდებმა ფეხბურთელები გაცვალონ", - წერს tuttomercatoweb.
საბა გოგლიჩიძე ემპოლიში 2024 წლის იანვარში გადაბარგდა და 36 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 1 საგოლე პასი გაკეთებული.