Belive

ხვალ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
20 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, უნგრეთის დედაქალაქი, ბუდაპეშტი ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.  20-23 ოქტომბერს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. მათი შემადგენლობა მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე დღის წინ დაასახელა. საქართველოს ღირსებას 10 სპორტსმენი დაიცავს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უკვე ბუდაპეშტშია. რაც შეეხება ბერძნულ-რომალური სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ისინი ხალიჩაზე 24-28 ოქტომბერს გამოვლენ. ნაკრები უნგრეთში 23 ოქტომბერს გაემგზავრება. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბექა როყვამ შემადგენლობა დაასახელა. თავისუფალი სტილით ჭიდაობის მსგავსად, ბერძნულ-რომალულშიც საქართველოს ღირსებას 10 სპორტსმენი დაიცავს: 55 კგ - ნუგზარ წურწუმია. 60 კგ - დავით ჩხარტიშვილი. 63 კგ - ლაშა მარიამიძე. 67 კგ - შმაგი ბოლქვაძე.  72 კგ - გიორგი ხუჭუა. 77 კგ - თორნიკე ძამაშვილი. 82 კგ - ლაშა გობაძე.  87 კგ - რობერტ კობლიაშვილი.  97 კგ - რევაზ ნადარეიშვილი.  130 კგ - იქაკობ ქაჯაია. 

სხვა სტატიები