Belive

კარლსრუეს დირექტორი: "ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ბუდუ, მაგრამ მისი ტრანსფერი გამორიცხული არაა"

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე შესაძლო ტრანსფერის შესახებ გერმანულ მედიასთან საუბრობს.

"კარლსრუესთან" კონტრაქტი ზაფხულამდე მაკავშირებს და მინდა, რომ ამ პერიოდამდე გუნდს დავეხმარო, ვნახოთ შემდეგ რა მოხდება, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია და ეს მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯარასაც ეხება" - ამბობს 30 წლის ქართველი ფეხბურთელი.

ბუდუ ზივზივაძის ბრწყინვალე სეზონსა და მის პოტენციურ ტრანსფერზე უფრო მაღალი დონის გუნდში გერმანული მედია აქტიურად საუბრობს. ამ საკითხს გუნდის სპორტული დირექტორი, სებასტიან ფრეისიც ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, იანვრის სატრანსფერო პერიოდში ქართველმა ფეხბურთელმა გუნდი შეიცვალოს.

კარგად ვიცით, თუ ბუდუ ზივზივაძე ჩვენი გუნდისათვის რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი გაშვება ზამთარში ჩვენს გეგმებში არ შედის. მიუხედავად ამისა, ამ თემას კატეგორიულად არ გამოვრიცხავთ", - ამბობს სებასტიან ფრეისი.

ბუდუ ზივზივაძეს ამ სეზონში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 11 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. მის აქტივში 2 საგოლე პასი და გერმანიის თასზე ორი გატანილი გოლი, ასევე, 2 შედეგიანი გადაცემაა.

"კარლსრუე" 16 მატჩში დაგროვებული 26 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს და ლიდერ "ელვერსბერგს" ორი ქულით ჩამორჩება. შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 21 დეკემბერს, მესამე პოზიციაზე მყოფ "პადერბორნთან" სტუმრად გამართავს. მე-17 ტურის მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები