Belive

ჯოკოვიჩის ისტორიული მაჩვენებლები | სერბმა "ორმაგი" რეკორდი დაამყარა

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

გასულ კვირაში ყოველწლიური საჩოგბურთო კალენდარი ფაქტობრივად დასრულდა - დარჩა წლის შემაჯამებელი ტურნირი, რომელში მონაწილეობასაც რეიტინგის ტოპ 8 მოთამაშე მიიღებს. ტურინში დაგეგმილ შემაჯამებელ ტურნირამდე პარიზის მასტერსი გაიმართა, რომელიც ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფით დასრულდა.



სერბი ჩოგბურთელი ფინალურ შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერს, დანილ მედვედევს დაუპირისპირდა. ამერიკის ღია პირველობის ფინალში მედვედევთან დამარცხების შემდეგ სერბის ქომაგები შურისძიების მოლოდინში იყვნენ და შედეგიც ასეთი დადგა - ნოლემ 3-სეტიან, დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით - 4:6; 6:3; 6:3, გაიმარჯვა. პარიზის მოგებული ტურნირი ჯოკოვიჩისათვის 37-ე მასტერსის ტიპის ტიტულია, რაც ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია - აქამდე სერბი, აღნიშნულ რეკორდს რაფაელ ნადალთან, 36-36 მასტერსის ტურნირის მოგებით, იყოფდა.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Tennis TV (@tennistv)


საგულისხმოა, რომ პარიზის მასტერსის ფინალში გასვლით ჯოკოვიჩმა ოფიციალურად გაინაღდა რეიგინგის ლიდერობა და წლის პირველ ნომრად დასრულება, რაც ჯოკოვიჩისთვის მისი კარიერის განმავლობაში მეშვიდედ მოხდა - ეს კი რეკორდული მაჩვენებელია. ჯოკოვიჩი სტატისტიკურ ჭრილში ამ მხრივ აქამდეც რეკორდსმენი იყო, თუმცა პიტ სამპრასთან ერთად, ახლა კი ერთპიროვნული რეკორდსმენია. წინ წლის შემაჯამებელი ტურნირია, ჩოგბურთის ქომაგები ჯოკოვიჩისა და მედვედევის მორიგი დაპირისპირების მოლოდინში არიან, რევანში ამჯერად მედვედევს აქვს ასაღები...  

სხვა სტატიები