Belive

"ჯერ მხოლოდ გუნდთან ადაპტირება აქვს მიზნად" - ჩაკვეტაძის დებიუტი შესაძლოა კიდევ გადაიდოს

18 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

corrieredellosport-ის ინფორმაციით საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის სერია A-ში დებიუტი შესაძლოა კიდევ გადაიდოს.

"გიორგი ჩაკვეტაძე, ლაციოსთან მატჩში უკვე იყო განაცხადში, თუმცა ამჯერად მისი გუნდთან ერთად ყოფნა ძირითადად ჯგუფთან ადაპტაციის მიზანს ისახავს და მოედანზე მისი გამოყენების პერსპექტივა ჯერჯერობით არ იკვეთება", - წერს corrieredellosport.

უდინეზე 3 ტურის შემდეგ 4 ქულით იტალიის ჩემპიონატში მე-10 ადგილს იკავებს და შემდეგი მატჩი ერთ-ერთ ლიდერ ინტერთან 14 სექტემბერს საშინაო კედლებში უნდა გამართოს.

სხვა სტატიები