ივან ჰაშეკი: "საქართველოსთან რთული მატჩი გველის, ამ შეხვედრას ფავორიტი არ ეყოლება"
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქის, ჩეხეთის მთავარმა მწვრთნელმა, შემადგენლობის დასახელების შემდეგ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ჩვენს გუნდთან შეხვედრაზე ისაუბრა.
"ჩვენს სამწვრთნელო გუნდში გვყავს კონკრეტული წევრები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის მეტოქეებზე ინფორმაციას შეაგროვებენ. გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და რუკა თუ ვინ სად წავა თურქეთის, საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებზე დასაკვირვებლად.
საქართველოსა და თურქეთის ნაკრებები ძალიან ძლიერი მეტოქეები არიან და მათთან მატჩებს ფავორიტი არ ეყოლება. მათი ფეხბურთელები ძლიერ გუნდებში თამაშობენ. რაც შეეხება პორტუგალიას, მე მათ ტურნირის ფავორიტად მივიჩნევ", - თქვა ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 22 ივნისს, F ჯგუფში, ჰამბურგში, "ვოლკშპარკშტადიონზე" გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.