Belive

"იუვენტუსი და ევროპული გუნდები ინტერესდებიან" - მედია გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე საუბრობს

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპული სპორტული მედია აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე შემდეგ სეზონში იტალიის ჩემპიონატში ითამაშებს.

sport.fr წერს, რომ 24 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატება იტალიის სერია A-ს წარმომადგენელ რამდენიმე გუნდს სურს, მათ შორის ერთ-ერთი კი ტურინის "იუვენტუსია", რომელსაც ქართველი ფეხბურთელის დამატება აქამდეც უცდია.

"მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მიქაუტაძე შემდეგ სეზონში, "ლიონის" მთავარ ფორვარდად მიიჩნევა, შესაძლებელია მან კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

Transferfeed-ის ვერსიით, გიორგი მიქაუტაძის დამატება რამდენიმე ევროპულ გუნდს, მათ შორის ტურინის "იუვენტუსს" სურს. იტალიურმა გუნდმა ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა დაიწყო, მისი კონტრაქტი 45 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

2024 წელს, გიორგი მიქაუტაძე "მეციდან" "ლიონში" 18.5 მილიონ ევროდ გადაბარგდა და შეტევაში ერთ-ერთ მთავარ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ამ სეზონში 44 მატჩში მან 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა, რაც მის პერსპექტივაზე მეტყველებს. მას კიდევ 4-წლიანი კონტრაქტი "ლიონთან" აკავშირებს, მაგრამ იტალიური გუნდების ინტერესმა შესაძლებელია მისი ახალ გუნდში გადასვლას ხელი შეუწყოს", - წერს sport.fr.

გიორგი მიქაუტაძეს "ლიონში" დაბრუნების შემდეგ ალექსანდრ ლაკაზეტთან კონკურენციის პირობებში თამაში უწევდა, მაგრამ გუნდის მეორე ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. შემდეგი სეზონიდან "გენერალი" გუნდს შეიცვლის, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი კი მთავარ ფორვარდად მიიჩნევა.

სხვა სტატიები