Belive

ისტორიაში პირველად - ძიუდოისტთა ნაკრებმა, პარიზის ოლიმპიადის გუნდური ასპარეზობის ლიცენზია მოიპოვა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტს ძიუდო აიღებს, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ ასპარეზობაში მიიღებს მონაწილეობას.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული სალიცენზიო ქულებით, უკვე ოფიციალურად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საქართველო შერეულ გუნდურ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. აქვე, საქართველოს ოლიმპიზმის ისტორიაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლიცენზია გუნდმა მოიპოვა და გუნდურ შეჯიბრებაში ვმონაწილეობთ.

ეს ყველაფერი ოფიციალური მას შემდეგ გახდა, რაც მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა და საქართელოს ქალთა ნაკრებიდან, ოლიმპიური ლიცენზიები - ეთერ ასკილაშვილმა (63 კგ) და სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) მოიპოვეს.

გთავაზობთ ქართველი ძიუდოისტების სახელსა და გვარებს, რომელთაც პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ოფიციალურად აქვთ მოპოვებული.

  1. გიორგი სარდალაშვილი (60 კგ)

  2. ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ)

  3. ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ)

  4. ტატო გრიგალაშვილი (81 კგ)

  5. ლაშა ბექაური (90 კგ)

  6. ილია სულამანიძე (100 კგ)

  7. გურამ თუშიშვილი (+100 კგ)

  8. ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ)

  9. ეთერ ასკილაშვილი (63 კგ)

  10. სოფიო სომხიშვილი (+78 კგ)

სხვა სტატიები