Belive

ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბრაზილიაში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალში ბელარუსი ანასტასია კასტიუჩკოვა 15:12 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები სან პაულოს მსოფლიო თასზე კიდევ ორი მოფარიკავით წარსდგება, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებენ.