Belive

ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის ბრინჯაოს პრიზიორია

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ტაილანდში მიმდინარე ეტლით ფარიკაობის მსოფლიო თასის გათამაშებაში, საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა - ირმა ხეცურიანმა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

ირმა ხეცურიანის წარმატებული ასპარეზობის შესახებ, პოსტი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის facebook გვერდზე განთავსდა.