Belive

"იმედი მაქვს, რომ ბეშიქთაში ზურიკო დავითაშვილს დაიმატებს" - თურქი მწვრთნელი

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

სენტ ეტიენის ქართველი ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის ტრასნფერით თურქული გრანდი, ბეშიქთაში კვლავ ინტერესდება. 24 წლის შემტევზე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად იწერებოდა, რომ თურქული გრანდი მზად იყო მის დასამატებლად, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმება არ შემდგარა.

ზურიკოს შესახებ თურქმა მწვრთნელმა, იონდერ იოზენმაც ისაუბრა:

დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი, რომ ბეშიქთაშისთვის ზურიკო დავითაშვილი საუკეთესო სვლა იქნებოდა. ჩემი აზრით ის ერთადერთი ვარიანტია. ასევე მინდა ვთქვა, რომ დავითაშვილი თურქეთში, მხოლოდ ბეშიქთაშში მიაღწევდა წარმატებას, რადგან ის გულით თამაშობს და სწორედ ასეთი ტიპის მოთამაშეები ერგებიან ბეშიქთაშს. ის საოცრად მოტივირებული ფეხბურთელია, რომ თავისი კარიერის მნიშვნელოვან და მთავარ ეტაპს მიაღწიოს. იმედი მაქვს, რომ ბეშიქთაში მას დაიმატებს. - იონდერ იოზენი - თურქი მწვრთნელი

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენი საფრანგეთის ლიგა 2-ში გასულ სეზონში დაქვეითდა. თავად ქართველს 8 ტურის შემდეგ 4 გოლი უფიქსირდება, ზოგადად კი ზურიკო ფრანგულ გუნდში 2024 წელს გადავიდა, მას შემდეგ ყველა ტურნირის ეგიდით 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 14 გოლი, 12 საგოლე გადაცემა დააგროვა.

ლიგა 2-ის ცხრილში 9 ტურის შემდეგ სენტ ეტიენს კიდევ 2 გუნდთან ერთად 20 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზე იმყოფება (6 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი)

ასევე გეტყვით, რომ მწვრთნელი, რომელმაც ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა უმუშავია ისეთ გუნდებში როგორებიცაა: ფენერბაჰჩე, ჰაჩეთეპე, ბუგსაშ სპორტი, ბეშიქთაში, ქაშიმფაშა და გოზტეპე.

სხვა სტატიები