Belive

ილია თოფურია: "ველოდები თარიღს, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის - ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და ილია თოფურიას ბრძოლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ქვემსუბუქი წონის სანახაობრივი ბრძოლის გამართვამდე კონტრაქტის დეტალები და თარიღია შესათანხმებელი, რის შემდეგად, უდიდესი ალბათობით ვოლკანოვსკი Vs. თოფურია 2024 წელს გაიმართება.

ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ (26-2) საჯაროდ დააფიქსირა, რომ ილია თოფურიასთან (14-0) ბრძოლა სურს, რაზეც ქართველმა მებრძოლმა თანხმობით უპასუხა. ესპანურ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, "მატადორი" მოუთმენლად ელის ჩემპიონთან დაპირისპირებას, რათა მას საჩემპიონო ქამარი აართვას.

 

ველოდები თარიღს, რომ გავხდე მსოფლიოს ჩემპიონი. სადაც გინდა, როცა გინდა - ამ მომენტისთვის მთელი ცხოვრება ვემზადებოდი. - ილია თოფურია.

სხვა სტატიები