ილია თოფურია: ,,სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებულია''
10 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
UFC-ის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, რომელიც რამდენიმე საათის წინ საქართველოში ჩამოფრინდა, აეროპორტში დახვედრილ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:
,,ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ ასეთი დახვედრის გამო! უდიდესი მადლობა იმ სიყვარულისთვის, რასაც თქვენგან ვიღებ, მადლობა ყველას, ვინც მოვიდა!
აქ უძლიერესი ენერგიაა! სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებულია!'' - ილია თოფურია
18 თებერვალს თოფურიამ ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა და გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელიც UFC-ის ქამარს დაეუფლა.
21 მარტს, საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყების წინ, ილია ,,დინამო არენაზე'' საჩემპიონო ქამარს წარადგენს.