ახლახანს ცნობლი გახდა, რომ ილია თოფურიას UFC 270-ზე ვერ ვიხილავთ. ქართველი მებრძოლი შარლ ჟორდენთან ორთაბრძოლიდან ჩაეხსნა.
ესპანური მედიის ინფორმაციის თანახმად, ილიას წონის კლებისას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რის გამოც ის კანადელ მეტოქეს ვეღარ დაუპირისპირდება.
ილია თოფურიამ გადაწყვეტილება UFC-ის ექიმების მოთხოვნის შედეგად მიიღო. როგორც 25 წლის ქართველი მანამდე ამბობდა, აღნიშნული პრობლემა მას ადრეც აწუხებდა.
შეგახსენებთ, რომ ილიას მეტოქე თავდაპირველად მოვსარ ევლოევი უნდა ყოფილიყო, თუმცა რუსს კორონავირუსი დაუდასტურდა.