IJF-ს რეიტინგი განახლდა | ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს პირველი ნომერია
ძიუდოს 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველოსთვის, 2 კუთხით გახდა უნიკალური. პირველი ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მსოფლიო პირველობა, ინდივიდუალურ ასპარეზობაში, ქალმა პირველად მოიგო - ეთერ ლიპარტელიანის სახელი სამუდამოდ შევა ჩვენი ძიუდოს ისტორიაში. მეორე - ჩვენი შერეული ნაკრები პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი და იაპონიის ერთპიროვნული ჰეგემონია დაასრულა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალური გამოსვლა 4 მედლით დაასრულა - მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი გახდა, ვერცხლის მედალი - გურამ თუშიშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს, ბრინჯაოს კი - ლუკა მაისურაძე დაეუფლა.
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც მნიშვენლოვანი ცვლილებებია.
60 კგ
მსუბუქ წონაში, საქართველოს ნაკრების მხრიდან მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა და ახლა იგი მსოგლიოს მე-5 ნომერია და მის ანგარიშზე 3702 ქულაა.
მსოფლიო რეიტინგის სათავეში კი იაპონელი - რიუჯუ ნაგაიამაა.
66 კგ
66 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრებიდან მსოფლიო ჩემპიონატზე ვაჟა მარგველაშვილმა იასპარეზა და მხოლოდ 1 ბრძოლის მოგება შეძლო, შემდეგ კი ასპარეზობიდან გამოეთიშა. ვაჟა მსოფლიო რეიტინგში 7 პოზიციით დაქვეითდა და ახლა მე-14 ნომერია. მის ანგარიშზე 2436 სარეიტინგო ქულაა.
მსოფლიო რეიტინგის სათავეში კი იაპონელი - ტაკეში ტაკეოკაა.
73 კგ
73 კგ წონით კატეგორიაში, ლეგენდარულმა ლაშა შავდათუშვილმა იჭიდავა და ვაჟას მსგავსად, მანაც მხოლოდ 1 ბრძოლის მოგება შეძლო, შემდეგ კი ასპარეზობიდან გამოთიშეს. შავი მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 ნომერია - მის ანგარიშზე 3159 სარეიტინგო ქულაა.
მსოფლიო რეიტინგის სათავეში კი აზერბაიჯანელი - ჯიდაიატ ჰეიდაროვია.
81 კგ
ზედიზედ 3 მოგებული მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, ტატო გრიგალაშვილი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. წაგებული ფინალით მან მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი დაკარგა და მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა. გრიგალაშვილის ანგარიშზე 5545 სარეიტინგო ქულაა.
მსოფლიო რეიტინგის სათავეში კი რუსი - ტიმურ არბუზოვია.
90 კგ
90 კგ წონით კატეგორიაში, დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - ლუკა მაისურაძემ, ლაშა ბექაური კი მეორე ბრძოლიდან გამოეთიშა ასპარეზობას.
ლუკა მაისურაძემ მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით წინ წაიწია და მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა (3591 სარეიტინგო ქულა), ლაშა ბექაური კი მეორე პოზიციაზე დარჩა და მის ანგარიშზე 4490 სარეიტინგო ქულაა.
მსოფლიო რეიტინგის სათავეში კი იაპონელი - სანშირო მურაოა.
100 კგ
ილია სულამანიძემაც მეორე ეტაპიდან დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა, რის შედეგადაც მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით დაქვეითდა. იგი მე-4 ნომერი გახდა და მის ანგარიშზე 4760 ქულაა.
მსოფლიო რეიტინგის სათავეში კი რუსი - მატვეი კანიკოვსკია.
+100 კგ
მძიმე წონაში ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი დათმო გურამ თუშიშვილმა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, თუმცა მსოფლიო რეიტინგში მისი ადგილი უცვლელია.
თუშა 5652 სარეიტინგო ქულით მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერია.
მსოფლიო რეიტინგის სათავეში კი რუსი - ინალ ტასოევია, რომელსაც 7000 ქულა აქვს.
57 კგ
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მსოფლიო პირველობა, ინდივიდუალურ ასპარეზობაში, ქალმა პირველად მოიგო - ეთერ ლიპარტელიანის სახელი სამუდამოდ შევა ჩვენი ძიუდოს ისტორიაში.
მოპოვებული ოქროს მედლით, მან მსოფლიო რეიტინგში 2000 ქულა დაიმატა და ახლა მსოფლიო რეიტინგის სათავეშია - ეთოს ანგარიშზე 6321 სარეიტინგო ქულაა, რითაც იგი მსოფლიოს პირველი ნომერია.
+78 კგ
ქალთა მძიმე წონაში სოფიო სომხიშვილი ასპარეზობდა, რომელმაც პირველი ბრძოლა მოიგო, მეორე ეტაპზე კი დამარცხდა, თუმცა მსოფლიო რეიტინგში იგი მაინც 6 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მსოფლიო რეიტინგის 25-ე ნომერია. სოფიოს ანგარიშზე 1545 სარეიტინგო ქულაა.
მსოფლიო რეიტინგის სათავეში კი ფრანგი - რომან დიკოა , რომელსაც 6650 ქულა აქვს.