IJF-მ რეიტინგი განაახლა - ქართველები დაწინაურდნენ
ტაშკენტის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა.
ტაშკენტის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა მოიგო, ვერცხლის მედალს - ეთერ ლიპარტელიანი დასჯერდა, ხოლო ბრინჯაოს მედალი კი გელა ზაალიშვილმა მოიპოვა.
60 კგ |
ტაშკენტის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, 60 კგ წონით კატეგორიაში ცვლილებებია. ლუხუმ ჩხვიმიანი 3 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო რეიტინგში მე-10 პოზიციაზე გადაინაცვლა. ჩხვიმიანის ანგარიშზე 2981 სარეიტინგო ქულაა.
მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა გიორგი სარდალაშვილმა, რომლის ანგარიშზეც 3808 ქულაა.
100 კგ |
ტაშკენტის გრანდ სლემზე მოპოვებული ოქროს მედლით, რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი.
ვარლამ ლიპარტელიანმა მე-14 პოზიციიდან მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა და მის ანგარიშზე 3791 სარეიტინგო ქულაა.
+100 კგ |
ტაშკენტის გრანდ სლემზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით, მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა გელა ზაალიშვილიც. გელამ მე-19 პოზიციიდან მე-14 პოზიციაზე გადაინაცვლა და მის ანგარიშზე 2972 სარეიტინგო ქულაა.
57 კგ |
ტაშკენტის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმა. ამ მოპოვებული მედლით კი ეთერი რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. ლიპარტელიანის ანგარიშზე 4692 სარეიტინგო ქულაა.