Belive

IJF-მ რეიტინგი განაახლა - გიორგი ჩიხელიძე მსოფლიო რეიტინგში 117-პოზიციით დაწინაურდა

10 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პარიზის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ სლემზე, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი მოპოვებული ვერცხლის მედალია, რომელიც 23 წლის ქართველმა - გიორგი ჩიხელიძემ (73 კგ) მოიპოვა.

პარიზის გრანდ სლემზე მოპოვებული ვერცხლის მედლით, გიორგი ჩიხელიძემ 700 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგში 117 პოზიციით დაწინაურდა და ახლა 73 კგ წონით კატეგორიაში 62-ე პოზიციას 822 ქულით იკავებს.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 73 კგ წონით კატეგორიაში პარიზის გრანდ სლემზე სხვადასხვა ძიუდოისტების წარმატების გამო, ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო რეიტინგში მეოთხე პოზიცია დაკარგა და 3 პოზიციით დაქვეითდა. ლეგენდარული ქართველი ფალავანი ახლა მსოფლიოს მეშვიდე ნომერია.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის გიორგი ჩიხელიძე 2023 წლის ბოლოს 73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონიც გახდა, რის შემდეგაც მას ეროვნულ ნაკრებში გზა გაეხსნა და პირველივე პრესტიჟულ შეჯიბრზე (პარიზის გრანდ სლემი) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სხვა სტატიები