Belive

იძულებითი შეცვლა განაცხადში და 21-წლამდელების პირველი ვარჯიში სკოპიეში

5 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა უეფას ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ, სკოპიეში პირველად ივარჯიშა.

რამაზ სვანაძის გაწვრთნილ გუნდში ერთი იძულებითი ცვლილება იქნება - ახალგაზრდულ გუნდს ტრავმის გამო "პაოკის" თავდამსხმელი, ვასილიოს გორდეზიანი გამოაკლდა, რომელსაც "კოლხეთი 1913-ის" შემტევი, დემეტრე გვასალია ჩაანაცვლებს.

21-წლამდელთა ნაკრები მოახლოებული შეხვედრისთვის ამჟამად შემდეგი ფეხბურთელების შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), საბა საზონოვი (ტორინო).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), დემეტრე გვასალია (კოლხეთი ფოთი 1913).

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი აბუაშვილი (პეტროლული, რუმინეთი).

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს 4 ჩატარებული მატჩის შემდეგ 7 ქულა აქვს დაგროვებული და მეორე ადგილს შვედეთთან ინაწილებს. ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა 16 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები