Belive

გურიას წინსვლა გრძელდება: ისტორიული ქართული გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ს დაუბრუნდა

3 დღის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული კლუბი, ლანჩხუთის გურია წინსვლას განაგრძნობს.

გუნდი, რომელიც იმ მცირერიცხვოვან ქართულ კლუბთაგან ერთ-ერთია, რომელსაც სსრკ უმაღლეს ლიგაში უითამაშია, ეროვნული ლიგისკან სვლას აგრძელებს.

გასულ წლებში, ლანჩხუთის გურიას საგრძნობი რეგრესი ჰქონდა. 2016 წელს, როცა საქართველოში ახალი, ათგუნდიანი ფორმატი ინერგებოდა და უმაღლეს და ეროვნულ ლიგებს შორის გარდამავალი ჩემპიონატი იმართებოდა, გურიამ საფეხბურთო პირამიდის ყველაზე მაღალი საფეხური დატოვა და ეტაპობრივად გამოსვლა ქვედა ლიგებში გააგრძელა. 2019 წელს ლანჩხუთის გურია რანგით მეორე დივიზიონიდან დაქვეითდა და 2024 წელს, საერთოდ ლიგა 4-ში მოხვდა. თუმცა, გასულ წლებში გუნდის რეორგანიზაციის შემდეგ, გურიამ ზედიზედ მეორე სეზონში შეძლო დაწინაურება, ჯერ ლიგა 3-ში, ახლა კი ეროვნულ ლიგა 2-ში.

ლანჩხუთის გურიამ ოფიციალურად დაწინაურება ლიგა 3-ის 27-ე ტურის შემდეგ გაინაღდა, რომელშიც იბერია 2010 7:0 დაამარცხა და მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლა გაიფორმა. შესაბამისად, შემდეგი სეზონიდან, გურიის რეგიონის წარმომადგენელი გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს.

გურიას მთავარი მწვრთნელი, გამოცდილი სპეციალისტი, გოჩა ტყებუჩავაა, გუნდში კი ეროვნულ ლიგაში მრავალი სეზონის გამტარებელი არაერთი ფეხბურთელი თამაშობს.

ეროვნული ლიგა 2-ის საგზურის მოსაპოვებლად ასევე თბილისი 2025, იბერია 1999 2 და გონიო აქტიურად იბრძვიან.