დღეს, 31 აგვისტოს, სტარტი აიღო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღემ, სადაც ვაჟებში +100, ხოლო ქალებში +78 კგ წონით კატეგორიები ასპარეზობენ.
მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი – გურამ თუშიშვილი იცავს. იგი განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე ინდოელი – შუბჰამ კუმარი იყო. გურამმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ტაჯიკი – თემურ რახიმოვი იყო. გურამს არც ტაჯიკი ძიუდოისტის დამარცხება არ გაჭირვებია და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე უძლიერესი ჰოლანდიელი - ჰენკ გროლი იყო. გურამს არც გროლის გამარცხება გაჭირვებია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე იაპონელ - ჰარასავასა და ბრაზილიელ - რაფაელ სილვას შორის გამარჯვებული იქნება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.