Belive

გურამ ქუთათელაძის მეტოქე  ტიაგო მოიზესი იქნება | ბრძოლა UFC 283-ზე გაიმართება

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2023 წლის 21 იანვარს, ბრაზილიის ქალაქი რიო-დე ჟანეირო UFC 283-ს უმასპინძლებს, სადაც გურამ ქუთათელაძე იასპარეზებს. "ქართველი ვიკინგის" მეტოქე ბრაზილიელი ტიაგო მოიზესი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას Eurosport-ის ჟურნალისტი მარსელ დორფი ავრცელებს.

მოიზესმა (16-6) მის ბოლო ბრძოლაში ხრისტოს გიაგოსი დაამარცხა და რეკორდი გაიუმჯობესა. სამხრეთ ამერიკელმა 16 გამარჯვებული ორთაბრძოლიდან 10 ვადაზე ადრე დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ტიაგო გურამის ყოფილი მეტოქის, მატეუშ გამროტის თანაგუნდელია.

ქუთათელაძე (12-3) მის ბოლო ბრძოლაში, მსაჯების გადაწყვეტილებით, დამირ ისმაგულოვთან დამარცხდა და UFC-ში პირველი წაგებაც იწვნია. გურამს ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან ერთი აქვს მოგებული.

სხვა სტატიები