Belive

გიორგი შერმადინი კვლავ ტურის საუკეთესოა | ქართველმა ეს ჯილდო უკვე 23-ედ მოიგო, რაც რეკორდია

5 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას 24-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ეს ტიტული ქართველი კალათბურთელის კარიერაში 23-ეა, რაც თავისივე რეკორდის გაუმჯობესებაა. ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშის რეკორდი არვიდას საბონისს და ლუ როს ეკუთვნოდათ, მათ 19-19-ჯერ აქვთ აღნიშნული ტიტული მოგებული, გიორგი შერმადინს კი უკვე 4-ით მეტი აქვს.

ქართველმა კალათბურთელმა "ანდორასთან" ბრწყინვალედ იასპარეზა და თავის გუნდს 96:84 მოაგებინა. შერმომ 31:32 წუთი ითამაშა, რა დროშიც 22 ქულა (11-დან 8 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო), 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.