Belive

გიორგი მიქაუტაძით სერია A-ს კიდევ ერთი გუნდი აქტიურად ინტერესდება

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ამ მომენტისთვის ევრო 2024-ზე საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს ინარჩუნებს, სერია A-ს კიდევ ერთი გუნდის ინტერესთა სფეროში მოექცა.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 23 წლის ქართველი ფორვარდის დამატება "მონაკოსა" და სხვა გრანდების კვალდაკვალ 2023/24 წლების სეზონის იტალიის ჩემპიონატის აღმოჩენას, "ბოლონიას" სურს. საქმე ისაა, რომ გუნდი, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე არსებობის ისტორიაში პირველად თამაშებს, ჯოშუა ზირკზეს შემცვლელს ეძებს.

23 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი არაერთი ევროპული გრანდის ინტერესთა სფეროშია, მის შემცვლელად კი, იტალიაში რამდენიმე კანდიდატს შორის ერთ-ერთად სწორედ გიორგი მიქაუტაძეს მიიჩნევენ.

გიორგი მიქაუტაძემ 2023/24 წლების სეზონში, "მეცის" შემადგენლობაში 21 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, აქ ქართველმა ფეხბურთელმა 3 გოლის გატანა და ერთი საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები