Belive

"მარსელი საქმეში აქტიურად ჩაერთო" - მედია მიქაუტაძის ოლიმპიკში ტრანსფერზე საუბრობს

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული ფრანგული მედია საშუალებები გიორგი მიქაუტაძის მარსელის "ოლიმპიკში" ტრანსფერზე აქტიურად საუბრობენ.

"მეცისა" და საქართველოს ნაკრების გოლეადორს 2023/24 წლების სეზონის ბრწყინვალე მეორე ნახევარი აქვს და არაერთი ფრანგული და არამხოლოდ ამ ქვეყნის წარმომადგენელი ელიტარული გუნდების ინტერესთა სფეროშია.

აქამდე საუბარი რამდენიმე გუნდის შესახებ იყო, ახლა კი განსაკუთრებით "მარსელის" ინტერესზე საუბრობენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრანსფერის ინტერესი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს წინა წლის ზაფხულშიც ჰქონდა, როცა გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მაშინ ტრანსფერი არ შედგა, ახლა კი მარსელელები უფრო მეტ აქტიურობას აპირებენ.

მას შემდეგ, რაც იანვრის სატრანსფერო პერიოდის დროს, ამსტერდამული გრანდიდან მიქაუტაძე "მეცში" დაბრუნდა, მშვენიერ ფორმაშია და გუნდს ლიგა 1-ში დარჩენის "შანსი" შეუნარჩუნა. რაც შეეხება ინდივიდუალურ სტატისტიკას, მას ლიგა 1-ში ჩატარებულ 20 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები