გიორგი მიქაუტაძე: "ლაკაზეტთან ერთად უფრო ხშირად თამაში მსურს, მაგრამ გადამწყვეტი მწვრთნელია"
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ლიგა 1-ის 32-ე ტურის მატჩში, "ლანსთან" საშინაო შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.
"რა თქმა უნდა, მწყინს, რომ ალექსანდრ ლაკაზეტთან ერთად მოედანზე დიდ დროს ვერ ვატარებ და ამ მხრივ ვერ ვვითარდები, მაგრამ არჩევანს მწვრთნელები აკეთებენ, ჩვენ კი უნდა შევეგუოთ. ერთმანეთს კარგად ვუგებთ და ამან შეიძლება, წარმატებული შედეგი მოგვიტანოს.
ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ძალიან გვსურს და ამისთვის ვიბრძვით. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ დარჩენილი 3 მატჩი მოვიგოთ და ამ ტურნირზე მოვხვდეთ", - ამბობს გიორგი მიქაუტაძე.
ქართველ ბომბარდირს ამ სეზონში "ლიონის" შემადგენლობაში 44 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი და 11 საგოლე პასი გაკეთებული, უშუალოდ ლიგა 1-ში კი 10 და ამ მაჩვენებლით, ალექსანდრ ლაკაზეტის შემდეგ, გუნდის მეგოლეთა ჩამონათვალში მეორე ადგილზეა.