გიორგი მამარდაშვილი მშრალად შენახული კარის მაჩვენებლით ლა ლიგის TOP 10-შია
ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემა Squawka-მ, რომელიც ძირითადად საფეხბურთო ახალ ამბებსა და სტატისტიკებზე მუშაობს, ესპანეთის ლა ლიგის მეკარეების TOP 10 გამოაქვეყნა, სადაც მოცემულია 2024/25 წლების სეზონის (23 ტურის ჩათვლით) ყველაზე მეტი მშრალი კარის ავტორი. სიაშია ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც, რომელსაც მიმდინარე სეზონში, ლა ლიგის ეგიდით 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც გოლი არ გაუშვია.
სრულად საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
ალექს რემირო - 11 მშრალად შენახული კარი | 2070 ნათამაშები წუთი
იან ობლაკი - 10 მშრალად შენახული კარი | 1980 ნათამაშები წუთი
დავიდ სორია - 8 მშრალად შენახული კარი | 2070 ნათამაშები წუთი
ტიბო კურტუა - 7 მშრალად შენახული კარი | 1800 ნათამაშები წუთი
მარკო დმიტროვიჩი - 6 მშრალად შენახული კარი | 1530 ნათამაშები წუთი
პაულო გაზანიგა - 6 მშრალად შენახული კარი | 2025 ნათამაშები წუთი
იულიენ აგირეზაბალა - 5 მშრალად შენახული კარი | 1207 ნათამაშები წუთი
აუგუსტო ბატალია - 5 მშრალად შენახული კარი | 1620 ნათამაშები წუთი
გიორგი მამარდაშვილი - 5 მშრალად შენახული კარი | 1710 ნათამაშები წუთი
კარლ ჰეინი - 5 მშრალად შენახული კარი | 2070 ნათამაშები წუთი
შეგახსენებთ, რომ 23 ტურის შემდეგ "ვალენსია" ესპანეთის ლა ლიგის ცხრილში 22 ქულით მე-18 ადგილზეა (5 მოგება, 7 ფრე, 11 მარცხი).