Belive

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

სათამაშო კვირის საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ადგილი ქართველმა მეკარემ "ხეტაფესთან" ბრწყინვალე თამაშის შემდეგ დაიმსახურა. "ვალენსიამ", საშინაო კედლებში, "მესტალიაზე", 3:0 მოიგო, ქართველმა ფეხბურთელმა კი 3 რთული ბურთის ბრწყინვალედ მოგერიება მოახერხა.

ქართველ ფეხბურთელთან ერთად სიმბოლურ გუნდში ოსკარ მინგესა (ვიგოს "სელტა"), ხუან ფოიტი ("ვილიარეალი"), ადრიანე ("რაიო ვალეკანო"), კიკე სალასი ("სევილია"), ისკო ("ბეტისი"), დანი რაბა ("ლეგანესი"), სერხი დარდერი ("მალიორკა"), რაფინია ("ბარსელონა"), ალექსანდრ სორლოთი (მადრიდის
"ატლეტიკო") და კილიან მბაპე (მადრიდის "რეალი") მოხვდნენ.

გიორგი მამარდაშვილის გუნდი ლა ლიგაში 35 ტურის შემდეგ 45 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს და ევროზონასთან 2-ქულიანი ჩამორჩენა აქვს, ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ 3 ტურის შეხვედრებია გასამართი.

სხვა სტატიები