Belive

გიორგი კაციაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემს გამოეთიშა!

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 22 თებერვალს სტარტი აიღო 2019 წლის მეორე გრანდ სლემის მეორე დღემ დიუსელდორფში. დღეს, იასპარეზებენ -73 და -81 კილოგრამ წონითი კატეგორიები. -73 კილოგრამში საქართველოს სახელით ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი ასპარეზობდნენ, სადაც ფრიდონ გიგანი პირველივე ეტაპზე გამოვარდა, ხოლო -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი გიორგი კაციაშვილი ასპარეზობს, რომელიც პირველ რაუნდში სლოვაკ - ფილიპ სტანცელთან იჭიდავებს, ასევე -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ბექა დონღვანიც იცავდა, თუმცა ბექა პირვივე ეტაპზე დამარცხდა აზერბაიჯანელ - ფაგან გულუზადასთან. -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი კაციაშვილი პირველი გამარჯვების შემდეგ, მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც მიდი მეტოქე ბულგარელი - ივაილო ივანოვი იყო.  ქართველი ფალავანი მეტოქესთან დამარცხდა და დიუსელდორფის გრანდ სლემს გამოეთიშა.

სხვა სტატიები